ალავიძე: დეცენტრალიზაციის სტრატეგია ჯერ არ დაგვიწერია

902

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია ჯერ არ აქვს და, შესაბამისად, რეცეპტი, რას მისცემენ ადგილობრივ თვითმმართველობებს, ჯერ არ აქვთ. მისი თქმით, სტრატეგია დაიწერება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით.