ბორჯომის საკრებულოს წევრების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსი დეპუტატის სარჩელს, რომლებიც ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქციის შექმნას ითხოვენ, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერაია განიხილავს. სხდომის თარიღი კი მას შემდეგ დაინიშნება, რაც მოპასუხე მხარე, ანუ ბორჯომის მუნიციპალიტეტი საკრებულო სასამართლოს შესაგებელს წარუდგენს. სარჩელზე შესაგებელის მომზადებასთან დაკავშირებით სასამართლომ საკრებულოს უკვე მიმართა.  ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

შეგახსნებეთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ახალციხის რაიონულ სასამართოში საჩივარი 19 თებერვალს შეიტანა. სასამართლოში ის დეპუტატები დავობენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე უარი ეთქვათ. მათ შორის არის ისეთი სამი დეპუტატი, ანდრო გედიაშვილი, ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი, რომლებმაც ფრაქციების შექმნის მიზნით, „ოცნების“ პარტია დატოვეს.
თუმცა, მათ სწორედ ამ მიზეზით საკრებულოს უმრავლესობამ, (რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული) ფრაქციების დარეგიზტრირებაზე უარი უთხრა.

მსგავსი სიახლეები