ზუგდიდის თეატრი სრულად დაინგრევა და ახალი აშენდება

1498

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობა მთლიანად დაინგრევა და მის ნაცვლად ახალია აშენდება. თუ ადრე საუბარი იყო ნაწილობრივ მორღვევასა და რეკონსტრუქციაზე, დღეს თითქმის გადაწყვეტილია ახალი შენობის აშენება. ამის შესახებ თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესს“ უთხრა.

თეატრის დირექტორმა დასძინა, რომ შენობა გზიდან რამდენიმე მეტრით სიღრმეში აშენდებდა, რადგან გზასთან სიახლოვის გამო, საფრთხე მაყურებლებს და ბავშვებს ექმნებათ.

ზურაბ ეგუტიას თქმით, სამუშაოები გრძელდება და რაც დასანგრევია, ეტაპობრივად ხდება დემონტაჟი. გაიზრდება თუ არა თანხები და მშენებლობის დასრულების ვადები, ეგუტიან განმარტა, რომ თანხას “ქართუ ფონდი” იხდის: “არ ვიცი თანხა რამდენით გაიზრდება. მე როგორც ვიცი, არც თანხა უნდა გაიზარდოს მშენებლობის და არც ვადები. თავიდან აშენება უფრო ადვილია, ვიდრე გადაკეთება და გამაგრებითი სამუშაოები“, – თქვა თეატრის დირექტორმა.

ოფიციალური ინფორმაციით, რეკონსტრუციისთვის ჯამში 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თანხიდან 4 მილიონი სცენის მოსაწყობად არის გათვლილი. პროექტის თანახმად, შენობაში ორი სცენა მოეწყობა.