საჩხერეში წყალდიდობის გამო ბაზრის ტერიტორია დაიტბორა

749

საჩხერეში, გომართელის ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეები დატბორილი ტერიტორიიდან გამოიყვანეს.

სააგენტომ წყალდიდობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.