ქობულეთის სანაპიროზე ინერტულ მასალას გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე შეიტანენ

1317

ქობულეთში ინერტულ მასალას სანაპიროზე გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე შეიტანენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ გასულ წელს სანაპირო ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი შეხვდა რადგან ტალღებმა ინერტული მასალა ზღვაში დროულად ვერ გაიტანა, ამიტომ თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენითი სამუშაოები ოქტომბრის თვეში იგეგმება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა, რომელმაც პლაჟზე 557 550 ლარად 60 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა უნდა შეიტანოს.