ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცეტრი აღარ გაუქმდება

116

წინა სტატია

“ოზურგეთში საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ადგილობრივ აბიტურიენტებთან შეხვედრაზე თქვა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

“არაფერი არ ყოფილა გადაწყვეტილი, ჩვენ უბრალოდ გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე. ძალიან აგრესიული ტონით მესაუბრებით აქ. როდესაც საგამოცდო ცენტრი გავაუქმეთ სიღნაღში, იქ მსგავსი რეაქციები არ მოყოლია, თქვენ ძალიან გაღიზიანებულები ხართ. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ მოგისმინოთ, თქვენი არგუმენტები გავიგო და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ოზურგეტში დარჩება საგამოცდო ცენტრი, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ძალის, არც ერთი საკრებულოს წევრის, ან ხელმზღვანელის დაფასება, ეს მთლიანად არის ადგილობრივი აბიტირიენტების დამსახურება”-განაცხადა მიმინოშვილმა.

შეხვედრა, რომელსაც საკრებულოს დეპუტატები, ქალაქის მერი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, პედაგოგები, აბიტურიენტები და არასამტავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზში შეკრებილების  მთავარი მოთხოვნა, არა უკვე არსებული საგამოცდო ცენტრის გაუქმება, არამედ სხვა რეგიონებში, დამატებითი ცენტრების გახსნა იყო:

“იმაზე ნუ კი საუბრობთ, რომ გავაუქმოთ ის რაც უკვე წლებია შეიქმნა და წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება, არამედ იფიქრეთ იმაზე სხვა რეგიონებშიც გაიხსნას საგამოცდო ცენტრები, იქ სადაც ჯერ კიდევ არ არის”-აღნიშნეს გამომსვლელებმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის ოზურგეტში სტუმრობას წინ უძღოდა აბიტურიენტების საპროტესტო აქცია-მსვლელობა, რომელიც ასევე დღეს გაიმართა.