ბორჯომის მერიაში თანამშრომლები სამსახურში არ მივიდნენ

784

წინა სტატია

ბორჯომის მერიის თანამშრომლება პროტესტის მესამე დღეს უკიდურეს ფორმას მიმართეს, ისინი დღეს, 2 მარტს სამსახურში არ გამოცხადდნენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გადავწყვიტეთ დღეს პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიგვემართა და სამსახურში საერთოდ არ მივსულიყავით“,–ამბობს ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლონდა ფილიშვილი.

დილიდან მერიაში დაკეტილია ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას სამუშაო კაბინეტიც. მისი თქმით, დღეს მერია მუშაობას არ გააგრძელებს, ორშაბათს კი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ: “მაგის მიხედვით გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა მუშაობას“.

ჩაატარებს თუ არა საკრებულოს რიგგარეშე სხდომას და დამტკიცდებს თუ არა საშტატო ნუსხას საკრებულო, იმ ფორმით, როგორც მერიის თანამშრომლები ითხოვენ უცნობია.

1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.