ოზურგეთის მერი გურიის ტურიზმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

826

ევროკავშირის პროექტის “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის” ფარგლებში გამართულ სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარედ ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე აირჩიეს. 

ტურიზმის ექსპერტმა ეკა დევიძემ სხდომის მონაწილეებს გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პირველადი ვერსია წარმოუდგინა. საბჭომ მომდევნო ეტაპზე პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე გურიის ტურისტულ პოტენციალსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ არის ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიმართულია გურიის პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარადჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.

პროექტი გურიის სამივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს და ის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“ და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან“ერთად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა გურიის ტურისტული პოტენციალის ამსახველი რუკა და მობილური აპლიკაცია.