სამეგრელო-ზემო სვანეთში სოფლის რწმუნებულებს ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია გააცნეს

658

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიასა და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარის რწმუნებული ლევან შონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მუნიციპალიტეტების მერებს და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ.

ლევან შონიამ აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ჩაატარებს და ამ მიმართულებით სააგენტო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაც კოორდინირებულად იმუშავებენ.

„ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება მონიტორინგი და განისაზღვრება ქიმიური ღონისძიებების არეალი. ამავე დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და მათი აქტიური ჩართულობა“- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა. მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებში პერმანენტულად იმართება.