სოფელ კარდენახში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა დაიგება

667

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. ინფორმაციას speqtri.ge ავრცელებს.

“ამ დროისთვის გზის ეს მონაკვეთი ცუდ მდგომარეობაშია. მანქანებს გადაადგილება კარგ ამინდშიც კი უჭირთ. ადრე მოასფალტებული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დაზიანდა“- თქვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ შავკაციშვილმა.