ქუთაისის მერია 1 040 000 ევროს გრანტებს მიიღებს

637

ქუთაისის მერია ევროკომისიისგან ორი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 1 04000 ევროს გრანტს მიიღებს.  პროექტები კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობის განვითარებისა და გარემოს დაცვისა და ნარჩენების მარვთის საკითხს უკავშირდება. გრანტის ფარგლებში ქუთაისის მერიას საგანმანათლებლო პროგრამების განხორცელება ევალება. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობის განვითარებისთვის მიღებული თანხა 53 000 ევროა, აქედან გრანტს 40 000 ევრო შეადგენს. გარემოს დაცვისა და ნარჩენების მარვთის საკითხზე საგანმანათლებლო პროგმარების განსახორცელებლად მიღებული გრანტის ოდენობა 1 მილიონი ევროა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილი წესით მერიამ ითხოვა თანხმობა გრანტების მიღებაზე, ერთზე ხელი მოწერილი გვაქვს და ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. ის ითვალისწინებს რისკების მართვის გეგმის შემუშავებას ქალაქის მიერ და ცნობიერების ამაღლების აქტივობას. მასზე ქუთაისთვის გამოიყო 53 000 ევრო, აქედან გრანტია 40 000 ევრო. მეორე პროექტზეც გვაქვს მიღებული თანხმობა გრანტით დაფინანსების შესახებ.  ეს არის დიდი პროექტი, მისი ღირებულება მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროექტზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ბრიფინგის მეშვეობით მივაწვდით, რომელიც პროექტის ხელმოწერის შემდეგ გაიმართება“, -განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

პროექტის  მიზანია “კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებში” ფარგლებში  შემუშავდეს რისკების მართვის სტარტეგიული გეგმა. პროექტის ფარგლებში გადამზადებული ადამიანები სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებს გადაამზადებენ.

გრანტების მიღებაზე მერიას საკრებულომ თანხმობა უთხრა.