ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ

501

წინა სტატია

ქუთაისში გარემოვაჭრეებიი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და ამის გამო გზა გადაკეტეს. მანამდე ისინი ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას შეხვდენენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მერთან შეხვედრის შემდეგ გარემოვაჭრეების ნაწილი მერის შეთავაზებას დათანხმდა, რაც გულისხმობს იმას რომ ახალ ფართში სამი თვე ქირის გადასახადს არ გადაიხდიან, ადგილები კი ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდა.

მოვჭრეთა მეორე ნაწილს მერის ეს შეთავაზება არ მოსწონს, სწორედ ამიტომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ გზა გადაკეტეს.

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა. ამის გამო გვიან ღამე ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავეს. ტერიტორიიდან აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები და სხვადსხვა სახის მოწყობილობები.