გორის მერი 2018 წელს სარეკლამო სტატიებში 4 476 ლარს დახარჯავს

1089

გორის მერმა საკუთარი საქმიანობის შესახებ სარეკლამო მასალების მომზადება შეუკვეთა. შესაბამისი ხელშეკრულება სხვადასხვა ონლაინგამოცემებთან უკვე გაფორმებულია. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გორის მერმა კოტე თავზარაშვილი მთელი წლის განმავლობაში სარეკლამო სტატიებში 4 476 ლარს გადაიხდის.

გასულ წელს, ასეთი ტიპის მომსახურება ქარელისა და ხაშურის მერმა შეისყიდეს. მაგალითად, ხაშურის მერიამ 4 400 ლარი, ხოლო ქარელის მერმა – 2200 ლარი გადაიხადა.

გამოცემის ცნობით, სარეკლამო მასალები გავრცელდა Ipress, Ibusiness, Iregions, Imtavroba, info 9.ge, newspress, interpresnews-ზე.