თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი კომენტარი თემურ გორგაძის დაკავებაზე

804

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საკრებულო, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, გამოძიების დასრულებას დაელოდება, თუმცა, ამავე დროს ამბობს, რომ, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” თემურ გორგაძე დღეს ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა.