საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

1110

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და შემსრულებელთან ერთად დაათვალიერა.

“სარეაბილიტაციო სამუშაოს ინდმეწარმე სტანგერ ხომასურიძე ასრულებს, 40 089 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხელშეკრულების პირობების მიხედვით სამუშაო პროცესი 23 მაისამდე დასრულდება”-წერია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.