primetime – თვითმმართველობებთან დაკავშირებით არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ

440

თვითმმართველობებთან დაკავშირებით 10-მდე არასამტავრობო ორგანიზაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს აღადგინოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის საჯარო დისკუსიები. განცხადება ამასთან დაკავშირებით “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლიზი სოფრომაძემ და კოტე კანდელაკმა განაცხადეს.

“მოვითხოვთ, რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიამ, სასწრაფოდ განაახლოს, მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც განხილული იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებებიც. რის შედეგადაც მიღებული შეჯერებული გადაწყვეტილება წარედგინოს პარლამენტს”, – ნათქვამია არასამთავრობოების მიმართვაში.