ყვარლის მუნიციპალიტეტი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

662

ტურისტული სეზონის უკეთ დასახვედრად ყვარლის მუნიციპალიტეტის ძირითადი გზების, გზისპირებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება-მოწესრიგება იწყება. ამის შესახებ  ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი შეხვდა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა სამეურნეო სავარგულები განთავსებულია მუნიციპალიტეტის ძირითადი გზების და ტურისტული ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე.

“შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიების დასუფთავება-მოწესრიგება მოხდება მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალებით, მერიის კუთვნილებაში არსებული ტექნიკის დახმარებით.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, შეიქმნას უფრო სუფთა და მიმზიდველი გარემო ტურისტებისა და ვიზიტორებისათვის”,-აცხადებენ ყვარლის მერიაში.