www.DataLab.ge – ღია მონაცემების ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მონაცემების ახალი პლატფორმის – www.DataLab.ge პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი დაწესებულების საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემთა ბაზების გაცნობა და გამოყენება ამიერიდან საზოგადოებას ონლაინრეჟიმში შეეძლება. ბაზები საჯარო პოლიტიკისა და ფინანსების საკითხებს მოიცავს.

ღონისძიებას საჯარო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პლატფორმა შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში იოჰანეს დაუმამ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გახსნეს.

საჯარო სექტორის მონაცემები საზოგადოებისთვის ინფორმაციის უდიდესი წყაროა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენი პლატფორმა – www.DataLab.ge, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ღია მონაცემთა ბაზების დამუშავების და საზოგადოებისთვის მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

თავის მხრივ, IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი დამსწრე საზოგადოებას პორტალ www.DataLab.ge-ის ფუნქციონალური და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა.

პორტალზე განთავსებულია IDFI-ის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზები 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან. მონაცემთა ბაზები პორტალის მომხმარებლისთვის წარმოდგენილია ღია, დამუშავებად ფორმატში (ექსელი და CSV).

 

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობა, შესაძლოა, გადაიტანონ ან მის ადგილზე
კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც სამხარეო
საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.
"უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, უპირველეს პრიორიტეტად რჩება", - განაცხადა ვიცეპრემიერმა, რეგიონული
თბილისის მერმა კახა კალაძემ ის ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა, რომელიც 2019 წელს მერიამ დედაქალაქში უნდა განხორციელოს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პირველი არხის გადაცემა "ახალი კვირის“ სიუჟეტის გმირს 13 წლის გიორგი ქოჩქიანს,
წინა სტატია "თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს,
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ექსპო ჯორჯიაში“, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მთაში
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. მისის თქმით, მთის განვითარების პროგრამის
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი 2019
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებს,
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის ინიციატივით გაიმართა პროექტის -"ჩემი იდეა ყვარელს“ პრეზენეტაცია. მერიის ცნობით, "ჩემი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს სტრუქტურული ცვლილებების, ადამიანური აქტივების განვითარებისა და ვაკანტურ
%d bloggers like this: