ქედის მუნიციპალიტეტში ონლაინ-პეტიციების წარდგენა უკვე შესაძლებელია

978

საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის ქედა მეორეა, სადაც მოქალაქეებს პეტიციების წარდგენა ონლაინ შეუძლიათ. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.

ამასთან, ქედა აჭარის რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მოქალაქეებს პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენა შეუძლიათ. სერვისი ადგილობრივებისთვის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.