ბორჯომის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატები დაბრუნდნენ

685

წინა სტატია

ოცნების დეპუტატები ბორჯომის საკრებულოს სხდომას შეუერთდნენ. ისინი აქამდე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდნენ და ნოემბრის შემდეგ არცერთ სხდომას არ დასწრებიან. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. დაუმტკიცებს თუ არა უმრავლესობაში მყოფი ოპოზიცია მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას, დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა.

დღის წესრიგით 30 საკითხია გნსახილველი და აქედან ერთ-ერთი სწორედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თაბამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრაა.

ორ კვირაში, 31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში კვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ–ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო, თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი.