ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

498

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის შიდა გზაზე (სკოლისა და “ოხერას” ეკლესიის მიმართულებით) ასფალტო -ბეტონის საფარი მოეწყობა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.