გორის უნივერსიტეტში პროექტის – “საუბრები რეგიონალიზმზე” ფარგლებში პირველი ლექცია ჩატარდა

1334

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის – “საუბრები რეგიონალიზმზე” ფარგლებში, პირველი ლექცია ჩატარდა. ლექციას ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძე უძღვებოდა. მან სტუდენტებს გააცნო, თუ რა გამოცდილება აქვს ევროპას რეგიონალიზმთან დაკავშირებით და რა სისტემა მუშაობს ევროპულ ქვეყნებში.

ამავე თემაზე უნივერსიტეტში დისკუსიაცაა დაგეგმილი, რომელიც 2 მარტს გაიმართება.

პროექტს გორის საინფორმაციო ცენტრი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი “საუბრები რეგიონალიზმზე” ადგილობრივ საზოგადოებაში მრავალდონიანი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, რეგიონალიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში ლექციებს თვითმმართველობის ექსპერტები – თენგიზ შერგელაშვილი, დავით ლოსაბერიძე და კონსტანტინე კანდელაკი ჩაატარებენ.