ადიგენის მერიაში კონკურსის წესით სამ თანამშრომელს შეარჩევენ

773

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს. სამი ახალი თანამშრომელი ათი კონკურსანტიდან უნდა შეარჩიონ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მერიაში სამ პოზიციაზე კონკურსი 22 იანვარს გამოცხადდა. სამიდან ორი ვაკანსია ინფრასტრუქტურის სამსახურშია – სპეციალისტი არქმშენ–ინსპექციის საკითხებში და სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში; ერთი კი საფინანსო– საბიუჯეტო სამსახურში – უფროსი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცვისა და ანგარიშების საკითხებში;

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამ ვაკანსიაზე 13 აპლიკანტის 20 განაცხადი შევიდა. შვიდკაციანმა კომისიამ, საბუთების გადარჩევის დროს, არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტების გამო, სამ აპლიკანტს კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრა.

დღეს, 27 თებერვალს გასაუბრებას 10 კონკურსანტი გადის. კონკურსანტებთან გასაუბრება დღესვე დასრულდება, თუმცა, როდის გამოცხადდება შედეგები, ჯერ მერიაში არ ასაჯაროებენ.