სოფელ ნიგვზარაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

701

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარაში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. საჩხერის მუნიციპალიტეტმა აღნიშული გზის რეაბილიტაციისთვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 12’680.00 ლარი გამოაცხადა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წინადადებების მიღება 15 მარტს სრულდება.

“სოფელ ნიგვზარაში მალე ხიდ-ბოგირიც გაკეთდება. აღნიშნულის მოწყობის სამუშაოებზეც ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 17’590.00 ლარი. წინადადებების მიღება მთავრდება 6 მარტს.