ზესტაფონში კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვისცენტრის ავტოპარკი განახლდა

1189

ზესტაფონში კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვისცენტრის ავტოპარკის განახლების შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, მუნიციპალიტეტის მერიამ კეთილმოწყობის სამსახურს მრავალფუნქციური ექსკავატორ – დამტვირთველი გადასცა.

“ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოიყო. ახალი სპეცტექნიკა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას უფრო ეფექტურს გახდის. ექსკავატორ – დამტვირთველით შიდასაუბნო გზების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაჭრა, თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა, ინერტული მასალის გადაზიდვა და სხვადასხვა სახის კეთილმოწყობითი სამუშაოების წარმოება იქნება შესაძლებელი. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვის ცენტრის ავტოპარკი გასულ წელსაც განახლდა. სპეცტექნიკის შეძენა ეტაპობრივად გაგრძელდება”,-აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში.