კალაძე: ბაზრობაზე ხანძრის გამო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციიის პრეზენტაცია გადაიდო

730

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო, გუდიაშვილის მოედნის სკვერის რეაბილიტაციის დაწყება დროებით გადაიდო. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყება.

დიდუბეში, თერგის ბაზრობაზე ხანძარი 27 თებერვლის ღამეს გაჩნდა. ადგილზე 40-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს.