ციხისძირში წყალსადენის სისტემის ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს

882

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 5 კმ-მდე მაგისტრალური ხაზი შეიცვლება, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის წყალმომარაგებას. ინფორმაციას პროექტის განსახორციელებლად ქობულეთის მერია 358 200 ლარს დახარჯავს.

ამავე წყაროს თანახმად, ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წელს რეაბილიტაცია სათავე ნაგებობას ჩაუტარდა.

ციხისძირში წყალმომარაგების პრობლემა წლების მანძილზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შედეგად პრობლემა მოგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგებით 1 400-მდე ოჯახი ისარგებლებს.