გურჯაანში დამატებით კიდევ ნაგვის 48 კონტეინერი განთავსდა

580

ქალაქ გურჯაანში, ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში 48 ცალი დახურული ტიპი ნაგვის კონტეინერის განთავსება დაიწყო. ინფორამცაის გურჯაანის მუნიციპალიტეტი Facebook-ზე ავრცელებს.

გურჯაანმა 11 ცალი 1100 ლიტრიანი ლითონის კონტეინერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს იყიდა, რისთვისაც 11 800 ლარი დაიხარჯა, 37 კი მუნიციპალიტეტს მსოფლიო ბანკმა საჩუქრად გადასცა.

მერია კონტეინერების შეძენას მიმდინარე წელსაც გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 200 000 ლარია გათვალისწინებული. დღეისთვის ქალაქის ქუჩებში 150-მდე სანაგვე კონტეინერი დგას. მუნიციპალიტეტის მყარი ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმის მიხედვით, ქალაქის სრული აღჭურვისათვის 110 ცალი 1100 ლიტრის ტევადობის და 100 ცალი 50 ლიტრიანი ურნაა საჭირო, მათი შეძენაც ეტაპობრივად იგეგმება.