ახალციხის მერია 31 მოხელეზე 70 370 ლარამდე კომპენსაციას გასცემს

617

იმ თანამშრომლებს, რომლებიც თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ ახალჩამოყალიბებულ მუნიციპალიტეტში ვეღარ დასაქმდნენ, ახალციხის მერია კომპენსაციას გადაუხდის. მერიამ 31 ყოფილ თანამშრომელზე 70 370 ლარი უნდა გასცეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

31 მოხელედან 30 სამი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს, ხოლო ერთი, რომელმაც შეთავაზებულ ვაკანსიაზე უარი თქვა, ერთი თვისას. ჯამში ეს თანხა დაახლოებით 70 370 ლარია. 31–ვე მოხელე რეზერვშია ჩარიცხული.

შეგახსენებთ, რომ ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, სამსახურის გარეშე ახალციხის მერიასა და თემში 31, ხოლო საკრებულოებში ორი თანამშრომელი დარჩა. საკრებულოების ყოფილმა თანამშროლებმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და პროცესი მოიგეს. გაასაჩივრებს თუ არა საკრებულო ამ გადაწყვეტილებას, ჯერ უცნობია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ.