კალაძე გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციით დაინტერესებულ პირებს ხვალ 14:00 საათზე მოედანზე ეპატიჟება

749

წინა სტატია

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ დაიწყება. კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაცია გუდიაშვილის მოედანზე ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

”ხვალ ვიწყებთ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაობს. უკვე ყველაფერი მზადაა სამუშაოების საწარმოებლად. შეგახსენებთ, ეს ის ადგილია, რომელიც ერთგვარ სიმბოლოდ იქცა თბილისზე მოამაგე ადამიანებისთვის, ისინი წლებია ინარჩუნებდნენ ამ მოედანს და იცავდნენ მას. მე წინაასაარჩევნოდ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ- თბილისი, რომელიც ჩენი საერთო სახლია, არის პოლიტიკის მიღმა და მის სამსახურში ერთმანეთს გვერდით უნდა ამოვუდგეთ. ყველას, ვინც ზრუნავდა ამ კონკრეტული მოედნის შენარჩუნებაზე, მათ შორის „ტფილისის ჰამქარი“, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მხატვრები, მწერლები, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები, ყველას, ვინც ერთხელ მაინც შეწუხებულა და დაინტერესეულა ამ მოედნის ბედით, ხვალ 14:00 საათზე ვიწვევთ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პერეზენტაციაზე”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს.