თბილისში ნებართვის გარეშე ტაქსით მგზავრის გადაყვანა 200 ლარით დაჯარიმდება

719

წინა სტატია

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით- ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით. ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში წერია, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

“ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.