ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

956

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შედეგებს:

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ზესტაფონის საკრებულომ 2016 წლის 23 სექტემბერს მიღებული N19 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებგვერდზე (http://zestaphoni.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებზე