რუსთავის მერმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ზღაპარი კვლავ წაუკითხა

471

რუსთავის მერმა ამჯერად საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 32-ე ფილიალში წაიკითხა ზღაპრები.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუა საბავშვო ბაღში “სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და პროექტის (“მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი’’) ფარგლებში ბავშვებს ქართული ხალხური ზღაპარი “გლეხი, დათვი და მელია’’ წაუკითხა”.

ამავე წყაროს თანახმად,”მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი’’ 19 იანვარს, რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მერიის ინიციატივით დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

“პროექტის ფარგლებში, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, თვითმმართველობის, ასევე, სხავადასხვა პროფესიის ადამიანები, თავისუფალ დროს, რუსთავის საბავშვო ბაღებს პერიოდულად ეწვევიან და აღსაზრდელებს წიგნს წაუკითხავენ”,-აცხადებენ რუსთავის მერიაში.  პირველად, ზღაპარი რუსთავის მერმა მე-17 ბაღის აღსაზრდელებს წაუკითხა.