25 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს აწერს ერთობლივ განცხადებას, რომ არ შეფერხდეს თვითმმართველობის რეფორმის პროცესი საქართველოში.

445

განცხადებას, რომ არ შეფერხდეს თვითმმართველობის რეფორმის პროცესი საქართველოში. განცხადებაში, რომელიც მათ გაავრცელეს ნათქვამია, რომ 2014 წლის დასაწყისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმირება უნდა დასრულდეს, რაც მათი განცხადებით, შეიძლება შეფერხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსის დაგვიანებით მიღებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კვლავ ძველი წესით ჩატარდება.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში და არ დაუშვას წინა ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისას დაშვებული შეცდომების გამეორება.