შუახევში 150 სხვადასხვა პროგრამისთვის 120 ათას ლარამდე დაიხარჯება

762

შუახევის მუნიციპალიტეტში 150 კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებისთვის 120 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

კერძოდ, 2018 წელს შუახევში იგეგმება 35 კულტურული და 70 სპორტული ღონისძიება. 45 პროგრამის განხორციელებას კი შუახევის მერიის ახალგაზრდული განყოფილება გეგმავს.

მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, შეიქმნა ქარგვის, ხეზე კვეთის, ჭიბონზე დაოსტატების, მხარეთმცოდნეობის და ლიტერატურის მოყვარულთა წრეები. მერის მოადგილის ინფორმაციით, ბიუჯეტის ცვლილების დროს, წლის ბოლომდე პროგრამების დამატებაა დაგეგმილი.