ხულოს მერი მოადგილეების რაოდენობას ამცირებს

711

ხულოს მერს სამის ნაცვლად, ორი მოადგილე ეყოლება. გოჩა მელაძის თქმით, სამუშაოს სრულყოფილად შესრულებისთვის ორი მოადგილე საკმარისია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

გოჩა მელაძემ ახალ მოადგილედ დავით ვანაძე წარადგინა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს  სამსახურის უფროს-ინსპექტორად მუშაობდა, ხოლო მერის პირველი მოადგილე – ლაშა ბოლქვაძეა.