ზაზა გაბუნიამ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფოტოები facebook-ზე გამოაქვეყნა

804

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თბილისის მე-19 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფოტოები გამოაქვეყნა და თქვა, რომ ის მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებს.

“ჩემი არჩევისას, მოსახლეობას დავპირდი რომ არჩევის შემდეგაც მნახავდნენ ყველგან, მათ სახლებთან, ქუჩაში, ეზოებში და სამგზავრო ავტობუსებშიც, იმისთვის რომ ამ გარეგნული ფორმებით გავუსვა ხაზი მათი საჭიროებების მიმართ ჩემგან ყურადღების მნიშვნელობას. ეს ჩემი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის პოზიციაა, რომელიც ხალხის მხარდაჭერის გამო, ამ საოცარი ადამიანების მიმართვე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ!”, – წერს გაბუნია.

როგორც მისი ჩანაწერიდან ირკვევა, გაბუნიამ მუნიციპალური ტრანსპორტით თემქაზე იმგზავრა.

ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის წევრობამდე, თბილისში, ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო, უფრო ადრე კი – თბილისის საკრებულოს წევრი.