tv25 -მსჯელობა თვითმმართველობის რეფორმაზე

423

ბათუმში თვითმმართველობის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ”მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს” წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. პროექტის მიხედვით, თვითთმართველობებს უნდა მიეცეს დემოკრატიული მართვის მეტი საშუალება. კანონპროექტი ითვალისწინებს სოფლებში „საზოგადოებრივი საბჭოს“ შექმნას, რაც გამგეობის მიერ წარდგენილი თემის რწუნებულის ალტერნატივა იქნება, თუმცა ახალი ორგანო გაფართოებული ფუნქციებით ისარგებლებს.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას, რომელიც მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით განისაზღვრება. ინიციატორთა თქმით, კანონპროექტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტბის პრობლემათა რეალურ გადაჭრას.

აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები კანონპროექტს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ცვლილების განხორციელების შემდეგ სოფელი ცენტრზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული.მათივე გამარტებით, დოკუმენტში ავტონომიური რესპუბლიკის სპეციფიკა გათვალისწინებული არა არის, შესბამისად აჭარის კანონმდებლები ამ კუთხით მუშაობას გეგმავენ.

პროექტის მიმართ დადებითი პოზიცია დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმამოდეგნლებმაც. ამბობენ, რომ ეს დემოკრატიულობისაკენ გადადგმულ ნაბიჯია.

კანონპროექტის სამომავლო ბედს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გადაწყვეტს.