გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეზოში ხის მოჭრის ნებართვა მოქალაქემ წარმომადგენლისგან უნდა მიიღოს

613

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც ორ საკითხზე იმსჯელეს.
ერთი ხეების მოჭრის წესს ეხებოდა, მეორე კი რეგფონდის დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ მეორე საკითხის დამტკიცების შედეგად, მერიას ტენდერების გამოცხადება უკვე შეუძლია.

რაც შეეხება ხეების მოჭრის წესებს, ამ კუთხით სიახლეა. ,,ქუჩებსა თუ ეზოებში ხეების მოჭრის საკითხი მერის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის გადასაწყვეტია” – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.