თავისუფალ ვაჭრობაზე ქუთაისში მთავრობის წევრები მეწარმეებს შეხვდნენ

697

პროდუქციის წარმოების პროცესში წარმოქმნილი პრობლემები, საჭიროებები და ინფორმაციის მიწოდება –  ამ საკითხებზე იმერელი მეწარმეებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა ქუთაისში. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

რეგიონულ შეხვედრას 150-მდე მეწარმე  და სხვადასხვა სექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.  მიზანი კი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის განხორციელების ჭრილში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერება იყო.

“მეწარმეებს ვაწვდით ინფორმაციას იმ შესაძლებლობებისა და მოთხოვნების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში არის შესაძლებელი”, – თქვა სააგენტო “აწარმოე საქართველოს” დირექტორის მოადგილემ ზვიად ქველიძემ.

“აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში იმერეთში 1 094 ბენეფიციარი დაფინანსდა, 1 732 – დატრენინგდა, ხოლო 1 300 – ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.