გორში გასართობი ცენტრი გაიხსნება

737

გორში, სამეფოს ქუჩაზე, სასტუმრო “ქართლის” მოპირდაპირე მხარეს მდებარე ყოფილი კინოს შენობა მალე ახალი დატვირთვით გაიხსნება. ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის სათემო რადიო “მოზაიკას” უთხრა.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, სამუშაოები თვის ბოლოსთვის დაიწყება და gori.ge-ს სახელით დაიწყებს ფუნქციონირებას.

“ეს შენობა კერძო ინვესტორებს ეკუთვნით და თვითონაც დაინტერესებულები არიან, მალე გახსნან ეს ცენტრი, რადგან ახალგაზრდობა მსგავსი სივრცის ქალაქში არარსებობას ყოველთვის ასახელებს პრობლემების ჩამოთვლისას. პროექტი უკვე არსებობს და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყოფილი კინოს შენობაში ახალგაზრდული ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც კაფეებსა და სხვადასხვა გასართობ ადგილებს მოიცავს. წინა ფასადი ძეგლთა დაცვაშია შესული და მას ხელს ვერ ახლებენ, ამიტომ სამუშაოები შიდა მხარეს განხორციელდება”, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი