ოზურგეთის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა

887

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტენდერის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია გენიჩესკის (ძმები ერქომაიშვილების ქუჩიდან დამენიას ქუჩის კვეთამდე) ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, 400 მ).

ასევე, დაგეგმილია შევარდნაძის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა (სიგრძით -750 მ), ხოლო ჯორჯიაშვილის ქუჩიდან წმ. გიორგის ქუჩის ბოლომდე ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა  (550 მ). ჯორჯიაშვილის ქუჩა N1-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან კი მისასვლელი 200 მ. გზის ასფალტო-ბეტონის საფარი მოწყობის სამუშაოები ჩატარდება,

მსგავსი სამუშაო ჩატარდება ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, N12-ში და N14 -ში, ასევე, წმინდა გიორგის ქუჩის ბოლოდან სასაფლაოს შიდა ჭიშკრამდე გზის ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა.

ასევე, სანაპიროს ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება (550 მ). ჟღენტის ქუჩა N4-თან მისასვლელ გზაზე კი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა (100 მ). ანალოგიური სამუშაო ჩატარდება გიორგაძის ქუჩაზე (600 მ).  გარდა ამისა, 2 კმ. 100მ. სიგრძის იაკობ შემოქმედელის ქუჩის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.