ბათუმში ქალაქის დანაგვიანების გამო 2 თვეში 1320 ლარის ჯარიმა დაიწერა

655

ბათუმის ქუჩების დანაგვიანებისთვის, ბოლო ორი თვის განმავლობაში, შპს “სანდასუფთავებამ” 1320 ლარის ჯარიმა გამოწერა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს და დასძენს, რომ ყველაზე დიდი საჯარიმო სანქცია – 1000 ლარი სუპერმარკეტ “იალჩინს” დაეკისრა.

“სანდასუფთავების” ცნობით, ქალაქის დანაგვიანებისთვის, ძირითადად, სუპერმარკეტებისა და მაღაზიების წარმომადგენლები ჯარიმდებიან. ისინი ქალაქში დიდი ზომის მუყაოს ყუთებს სანაგვე ურნებში, ან მის გვერდით ათავსებენ, რაც აბინძურებს ქუჩებს და არღვევს საყოფაცხოვრებო ნარჩენების განკარგვის შესახებ საკრებულოს დადგენილებას.

2017 წელს, შპს “სანდასუფთავების” ინსპექტორებმა 2110 ლარის საჯარიმო ქვითარი გამოწერეს, აქედან ყველაზე მსხვილი სანქცია თევზისა და ცენტრალურ ბაზრობებზე გამოიწერა.