მოსახლეობა ცაგერში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს

1064

ცაგერის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოფელ ტვიშში გამართული შეხვედრა ადგილობრივებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მოსახლეობა ტვიშიჰესის და ნამოვანჰესის მშნებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგებიან და განადგურდება უნიკალური ყურძნის ჯიში ლეჩხუმური ცოლიკაური.

ადგილოვრივი მცხოვრებლები შიშობენ, რომ დაკარგავენ სახლებს, მიწის ნაკვეთებს და დაიტბორება ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორია. მათივე თქმით, თუკი ჰესები აშენდება, სამ სოფელს დაცლა ემუქრება, 11 სოფელი კი საცხოვრებლად უვარგისი გახდება.

საბოლოოდ, შეხვედრა პროტესტის ნიშნად მოსახლეობამ დატოვა.

ჰესი კომპანია ,,Clean Energy Group Georgia”-მ უნდა ააშენოს. პროექტში 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. პროექტის მიხედვით, მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და ჰესის სიმძლავრე 400 მეგავატი იქნება.

ამ დროის მონაცამებით, 47 ოჯახი და 60 ადამიანი ჰესის მიმდებარე ტერიტორიიდან გასახლდება.