საკრებულომ თბილისის მერიის სამი საქალაქო სამსახურის უფროსები დაამტკიცა

652

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის სამი საქალაქო სამსახურის უფროსები დაამტკიცეს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გიგა გიგაშვილი უხელმძღვანელებს; მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იქნება, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს რუსუდან მირზიკაშვილი უხელმძღვანელებს.

სწორედ რუსუდან მირზიკაშვილის კანდიდატურამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 5 დღის წინ წარდგენილი ვახტანგ ჯოხაძე რუსუდან მარკიზიშვილმა შეცვალა.