გორის მერიის მიერ დასუფთავებისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩავარდა

გორის მერიიის მიერ დასუფთავებისა და სანიტარიული მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ორჯერ არ შედგა, ამის გამო დამლაგებლებს ხელშეკრულებით აიყვანენ. ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, საკონკურსო პროცესი ისევ გრძელდება და ამ პერიოდში მაქსიმუმ 10 ადამიანს დაასაქმებენ. მათგან 7 დამლაგებელი იქნება.

“აქამდე ტენდერი ცხადდებოდა ხოლმე და გამარჯვებული კომპანია გვემსახურებოდა, რომელსაც თავისი დამლაგებლები მოჰყავდა, მაგრამ წელს 60 000 ლარიან ტენდერზე აღარავინ მიიღო მონაწილეობა და მერია იძულებული გახდა ხელშეკრულებით მიეღო ხალხი ამ საქმეზე”, – აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები