თბილისში, გელოვანის გამზირზე, კალათბურთის მოედნის მშენებლობის ადგილიდან ხე-მცენარეები გადაირგო

მარშალ გელოვანის გამზირზე, საკალათბურთო მოედნის მშენებლობის ადგილიდან ნარგავების შენარჩუნების მიზნით, ექვსი ხე-მცენარე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ხე-მცენარეების გადარგვა აგროტექნიკური ღონისძიებებისა და ნარგავების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა, რომლის დროსაც, ადგილზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდნენ.

დიდუბის რაიონის გამგებლის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მოედნის მშენებლობის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერიც მოეწყობა.

საერთაშორისო სტანდარტების კალათბურთის მოედანი დიდუბის რაიონის გამგეობისა და კომპანია „გალფის“ თანამონაწილეობით აშენდება.

მსგავსი სიახლეები