ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი წარდგენიდან 5 დღის შემდეგ კვლავ იცვლება

844

წინა სტატია

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 5 დღის წინ წარდგენილ ვახტანგ ჯოხაძეს სავარაუდოდ, რუსუდან მარკიზიშვილი შეცვლის.  სწორედ ის არის წარდგენილი ამ პოსტზე. დღეს საკრებულოში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული.  ოპოზიცია ამ ცვლილებას “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით ვახტანგ ჯოხაძის განსხვავებულ პოზიციას უკავშირებს, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ვახტანგ ჯოხაძემ თანამდებობაზე უარი პირადი მოტივით თქვა და კერძო სექტორში განაგრძობს მუშაობას.

დედაქალაქის მერიაში ახალი სამსახური – ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ახლა იქმნება. ამ დრომდე ურბანული განვითარების პოლიტიკის შემუშავება თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილება იყო, თუმცა, ამ სამსახურის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ამ სფეროს ახლა უკვე ცალკე არსებული საქალაქო სამსახური უხელმძღვანელებს, ხოლო არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება: მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, დაგეგმარება და განახლება, ქალაქმშენებლობითი პროექტების მართვა.