ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელში ასფალტის საფარი მოეწყობა

489

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი მოეწყობა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების ტატანისი-სვირი-ბოგას საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი მოეწყობა (მესამე ეტაპი). სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი აქაც გამოაცხადა. ეს პროექტიც რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.