იცნობს თუ არა ახალციხის მოსახლეობა თავის დეპუტატს საკრებულოში? (ვიდეო)

1129

წინა სტატია

ახალციხის საკრებულოს იმ დეპუტატებს, რომლებიც თანამდებობის პირები არ არიან, აქტივობებისათვის გაწერილი ხარჯი 90 ლარით გაუზარდეს. აქტივობებში შედის მოსახლეობასთან შეხვედრებიც. “სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, იცნობენ თუ არა ადგილობრივები თავიანთ დეპუტატს.

თავად დეპუტატები კი ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან, მათ პრობლემებს ისმენენ და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებამდეც მიაქვთ. თუმცა, მათი შეხვედრები არც წინასწარ დაგეგმილია, არც საკრებულოს აპარატთან შეთანხმებული და არც საჯაროდ გამოქვეყნებული, როგორც ეს საკრებულოს რეგლამენტშია გაწერილი.